Wednesday, April 23, 2014

2014  წლის  14 აპრილს კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით ,  ჩემს ორ კოლეგასთან  /ნ. შათირიშვილი და ნ. სირბილაშვილი/  ერთად ,  180-ე საჯარო სკოლაში მოვაწყვე  პრეზენტაცია სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის.
პრეზენტაციის თემა:   მასწავლებლის პორტფოლიო
პრეზენტაციის მიზანი: გამოცდილების ურთიერთ გაზიარება
ჩემს კოლეგებს  ვესაუბრე პორტფოლიოს დანიშნულებაზე, მის შემადგენელ ნაწილებზე   ყურადღება გავამახვილე  პროექტ- გაკვეთილზე , კერძოდ ,  მათ  ჩემს მიერ  მე-6 კლასში ჩატარებული  პროექტ-გაკვეთილის   ამსახველი მასალები გავაცანი და სლაიდ-შოუც ვაჩვენე.
ჩემს კოლეგებს ვესაუბრე  სასწავლო რესურსების შესახებ,, ვაჩვენე მათ ჩემს მიერ დამზადებული სლაიდ შოუ, რომელიც  English World-ის მესამე დონის სახელმძღვანელოს თემის: - ’’Save Henry ’’გავლის შემთხვევაში,   ნებისმიერმა მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს, ვისაუბრე   ასევე  ჩემს მიერ დამზადებულ სხვა რესურსებზეც,  პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველ დოკუმენტებზე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და  პროექტებში გამარჯვებულ მოსწავლეებზე და  იმ მასალებზე, რომლებიც  ამ კუთხით  პორტფოლიოში უნდა  წარმოვაჩინოთ.
ჩემმა კოლეგამ- ნ. სირბილაშვილმა ისაუბრა  ერთწლიანი  სამუშაო გეგმის,  სასწავლო რესურსების   შესახებ ,  ისტ-ის ინტეგრაციაზე სასწავლო პროცესში, შშმ მოსწავლეებთან მუშაობაზე, კოლეგებთან თანამშრომლობაზე. მასწავლებელთა სადამრიგებლო პროგრამის შესახებ   კი პრეზენტაცია გააკეთა   -ნ. შათირიშვილმა
.













No comments:

Post a Comment